კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ბედი ამქვეყნად არვის უმართლებს,

ჭირთა მოთმენა - კაცთა ნიჭია 

და ჰა, ქართველმა თავის სუფრაზე 

თვითონ სიკვდილიც შემოიჩვია!


შემოიჩვია, გვერდით დაისვა, 

ვით სანაქებო ვინმე სტუმარი 

და სამუდამოდ გაითავისა 

მისი ტკივილი და საზრუნავი.


სადღეგრძელოებს, სალამს, სამძიმარს 

მოჰყვა იმქვეყნად წასულთ ხსენება 

და ყოველდღიურ ყოფად გადიქცა 

პანაშვიდები თუ გასვენება...


მოთვინიერდა ლანდი ბოროტი, - 

დღეთა ფერხულში ისიც ჩაება, 

და აღარ ძალუძს სასტიკ მოლოდინს 

ჩვენი გულების დაბეჩავება.


და მე არ მესმის: ვის, რად დასჭირდა, 

რად ჰქვია მიწის მცირე ნაწილი 

ქვეყანას, სადაც სათვალავში ვართ 

ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი?!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მიხეილ ქვლივიძე  • • •   მიხეილ ქვლივიძის პოეზია

მსგავსი თემები