შინმოუსვლელო, სადა ხარ, შენ ხომ თბილისი გიყვარდა? სად ლპება შენი ქოჩორი, თვალი სად ამოგიღამდა?
შენ სად არჩიე დარჩენა? ნეტავი წამოგახედა, მთაწმინდა კიდევ გაჩვენა!
რამდენიც გინდა იარო; აღარც ჩანხარ და ვერც მოხვალ, მხედარო გულნატყვიარო!
სამშობლოს მოგონებისა, კიდევ თუ გესმის მტკვარის ხმა, გუგუნი ქართლის მთებისა?
შენი ობოლი საფლავი; თმაგადაშლილი ქალივით დაგაბრწყინდება ვარსკვლავი!
გასველებს ღამის ნაწვიმი, ნაქროლი საქართველოდან, ფრთას დაგაბერტყავს არწივი!
შენ ხომ თბილისი გიყვარდა? შენი ქართული მარჯვენა სად ჩაიშალა თიხადა?
სამშობლოს, ვინც შენ დაგბადა, დედის ლეჩაქს და ყრმის აკვანს, საფლავებს მამა-პაპათა.
დაეცი გმირი გულჩქარი; და ახლა ჩუმად შრიალებს შენს სამარეზე ბუჩქნარი...
ვარდისფრად აფეთქდებიან და ქალაქები თავდახრით შენს წინ სალამში დგებიან;
ალერსიანი მადლობით, რომ დაუბრუნე სიცოცხლე ნართმევი უსამართლობით.
სიკვდილის უბეს სცილდები, გმირო, დამხსნელო, ჩვენ შორის მზესავით განაწილდები, -
შენი სამშობლოს დიდება, მზე გმირის ხმალზე მბრწყინავი არასდროს დაიბინდება! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |