შენს მწვანე ტანზე საუკუნოდ ამოკვეთილი სამოცდახუთი მშობლიური სიტყვით ვიწყებით, ნუ გაგვიწყრები წარსულისთვის, იყავ კეთილი, მოურჩენელი ტკივილისთვის ნუ გაგვიწყრები.
რა ხანია მაღალი მხრები, ხარ ბებერი და რაც დრო გადის უფრო ბერდები, დღეს ჩვენ მოვედით, რომ ნანატრი ქართული ხმებით ავახმაუროთ ძველთაძველი შენი კედლები.
და დავარღვევთ მაგ გარინდებას და ცხელ ძარღვებში სისხლის ფეთქვა რომ არ ჩაჩუმდეს, დავრეკავთ ზარებს სიყვარულის მზე აინთება და შენს მშვენებას ფრთამოტეხილს შევინარჩუნებთ.
სიმაღლეს და ღირსებას შენსას და ყველა ერთად თუ ვიქნებით, უთუოდ შევძლებთ, რომ მომავალში ვერასოდეს ვერავინ შერყვნას შენი სხეული, ამოსული წინაპართ ძვლებზე.
ორნამენტებს, მზის შუქთა მთოვარს, ხალხს, გენიალურს ხუროთმოძღვარს, შენს უკვდავ შექმნელს, ბედნიერია მომავალში ვინც შენთან მოვა, ვინც გულს დატოვებს სამუდამოდ ჩანგრეულ ჭერქვეშ.
არაფერი დარჩება ჩვენგან, და ვართ ამიტომ ერთი ფიქრით დღემუდამ სავსე გავუძლებთ ყველა მოულოდნელ წარღვნას და დელგმას თუ კი სამშობლოს ერთგულებას ამოვჭრით ფარზე.
საუკუნოდ ამოკვეთილი სამოცდახუთი მშობლიური სიტყვით ვიწყებით, ნუ გაგვიწყრები წარსულისთვის, იყავ კეთილი, მოურჩენელი ტკივილისთვის ნუ გაგვიწყრები. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |