მე ახლა როცა ლეჩხუმს ვიგონებ, მე ახლა როცა ვიგონებ ცაგერს, ლაჯანურივით ვამტვრევ სტრიქონებს და ორბელივით ავდივარ ცამდე. ვიცი იქ ახლა მარანი ღვივის, მინდა შემომხვდე ჩემი ალპანა და სუნი ჰქონდეს ახალი ღვინის. ჩემი ბავშვობის შეყვარებული, ჩემი სურმუში ლურჯი მტრედია ღუღუნით მთებში შეფარებული. ნისლი ხვამლის და ნისლი ორპირის, მინდა შემომხვდეს ჩემი არქიფო ის ბერიკაცი და ოქროპირი. სადაც სიმღერით იბადრებიან, სადაც არასდროს არა კვდებიან და სადაც მხოლოდ იბადებიან. მათი კალთების სხივით ავსება ჩემი ჭილეშის ჭალა, მთა-გორი და ხელიშურის გაკაპასება. და ლექსით უნდა გადავიტანო, მომნატრებია ჩემი ყველა ხე და მამა-პაპის საკარმიდამო. მე ახლა როცა ვიგონებ ცაგერს, ლაჯანურივით ვამტვრევ სტრიქონებს და ორბელივით ავდივარ ცამდე. რამაც იხარა, აღარ გახმება, ჩემო მამულო და სიყვარულო, ჩემი ძარღვების აკალმახებავ! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |