ვერ დამაბრალებს ცის ქვეშ შობილი ფარისველთა მრუდე ხელობას! - დგახარ ნიადაგ ხელაპყრობილი და შერიგებას სთხოვ ქართველობას!
ვინც ვერ იომა, ვინც ვერ გარისკა! -გწერ არა როგორც უმაღლეს სარდალს, არამედ როგორც რიგით ჯარისკაცს!..
იქ რად არა ხარ?! კვლავ შემიღრენენ ავად მგეშავნი... რა ვქნა, ვერ გავხდი სხვის დასანახად ხმალამოწვდილი გარდანქეშანი!
ვერ ამოვღერღე ნაღდი სტრიქონი! - დღეს ქართვლის გული სოხუმში ფეთქავს, დღეს აფხაზეთი არი დიდგორი!
დროს ელოდება ჩუმ-ჩუმად დღესაც, ზოგი ბანაობს სიასამურში - - შორიდან ესმის მამულის კვნესა!
მტრობის მწარე ნაყოფით, ყურში ჩურჩულით და ხმის კანკალით, ვინ სად და რისთვის არის ნამყოფი, ვინ მსტოვარია, ვინ მაჭანკალი?..
გარჩევის ჟამი, შავის და თეთრის! ისედაც მოჩანს დედალ-მამალი: - ვის ფლასი მოსავს, ვის ჯაჭვი მხედრის!
შთენილმა მარტოდ, შეშლილი ღამით, ანდერძი, ლოცვად გამონაძერწი, შეწირულ შვილის, მაშვრალი მამის!..
ობლობა ჩვენი, ვაი და ვიში, და ურჩხულს კვლავაც დასცემს სატევარს აღმაშენებლის მოდგმა და ჯიში!
მასხურა შხამი, დამიგო მახე... ... ვჭვრეტ ცეცხლმოდებულ კუდიან ვარსკვლავს, გადამწვარ სოფლებს, აჩეხილ ბაღებს...
შხივის შროშანი შიშინით, ნელით, -დღეს იწერება ცხოვრება ქართლის, ბიჭების სისხლით, დედების ცრემლით!..
ანდა რის მაქნისია, ამ სისხლის თქეშში ჩემი ხრიალი?! დიაღ, სამშობლო შენი ღირსია, მთლად დარუბანდით და დარიალით!
რაც უნდა მეთქვა, თუ ვერ გითხარი... - დიაღ! სოხუმი არი დიდგორი, ქართველი ხალხის ბედის ტიხარი! |
პოეზიის გვერდი • • • |