დასაბამიდან ანდერძად გქონდა თავისუფლება გულს დასახული, ახლა თვითეულ კოკორში სუნთქავ ულევ სიცოცხლით და გაზაფხულით.
დგეხარ და მტერი უამრავია, შენი მარჯვენა და შენი დროშა ორი ათას წლის ნაომარია!
იცოდი ბევრი შემოღამება, ვინ ჩამოთვალოს შენი ჭრილობა, შენი გმირობა, შენი წამება,
მეზობელი თუ გადამთიელი - არაბი, თურქი, სპარსი, ხაზარი, ლეკი, მონღოლი, ბიზანტიელი.
და ცეცხლის წარღვნამ გადაგიარა, ყველას უნდოდა შენი დალეწა, თვით დაილეწნენ, იქმნენ იავარ! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |