ვერ ვცნობ მარაბდელს და მარტყოფელს, ცეცხლი ჩაქრობია ოტარიდს, - ბევრნი გაგვილაჩრდნენ, ვატყობ მე, ცოტანი მამაცობენ, ცოტანი.
სულს ვღაფავთ დაბალი ოქტავით, იდეა გამოშიგნეს იდეალებს, ცოტანი ჯიუტობენ, ცოტანი.
„პორტფელში“ უსივდებათ „პორტმანი“, - ურცხვად მორჩილებენ უცხო თესლს, ცოტანი ქართველობენ, ცოტანი.
ისრებს მოითხოვენ მშვილდები, მწუხრში გამოჩეკილ ყვინჩილებს ყივილს ვასწავლი და ვმშვიდდები.
სანაცვლოდ ბაღია და ბოსტანი... ჭკუა უსწავლიათ, ვაიმე, ცოტანი გიჟდებიან, ცოტანი! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |