მკითხავ, ტურფავ, რად არ ვმღერი, რად არ გასმენ ლექსს ნარნარს? - სიმი გაწყდა ანაჟღერი ცხელი ტყვია მოხვდა ქნარს! კვნესა ჰხდება მთა და ბარს, და სიცოცხლე წაუღია - ჩაუძირავს სისხლის ღვარს!.. დასერილსა და დამსკდარს... ვარდის გვამზე, ვარდის ღმერთსა ბულბულს უძრავს, ბულბულს მკვდარს!.. დაფლეთილსა, გადამწვარს, და პირუტყვულ ჟინ-ვნებისა კორიანტელს და შავს ქარს!.. უხვად სთესავს შიშს და ზარს, გვიწვამს, გვინგრევს და გვიმტვერებს მისთვის ნაშენს ჩვენს ტაძარს!.. ვერ მოგასმენ ლექსს ნარნარს: ჩასწყდა სიმი ანაჟღერი გულ განგმირულს მგოსნის ქნარს!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |