სწავლის და ცოდნის ძიებას, გაგიხარია, ფასი აქვს, რომ მოიარო ევროპა, ამერიკა და აზია. მაგრამ ოქსფორდი, კემბრიჯი, ჰარვარდიც არაფერია, თუ სისხლმა აღარ იყივლა, თუ გული არ ჩაერია.
შენი სამშობლოს სიყვარულს მარტო წიგნი ვერ გასწავლის. თუ უცხო ცათა შემყურემ სამშობლოს ცა არ ინატრე, თუ შენი ქვეყნის ხატება სულში არ დააბინადრე,
არ მოგენატრა წინანდლის ვარდი კი არა, ეკლებიც, თუ შენი გული და ფიქრი კრწანისმა აღარ დანაღმა, თუ არ მოგინდა დიდგორის და ბასიანის დანახვა,
თუ აღარ გაგადიდგულა იმ ცხრა ძმამ და იმ მარაბდამ, თუ გულს ჭრილობად არ დარჩა ის ცხრა აპრილის იარაც, თუკი "შავლეგოს" სიმღერამ ძარღვებში არ გაგიარა,
მამულზე ფიქრი მარტოდენ წიგნებით არ ისწავლება. უნდა შენს ხალხთან ილხინო, უნდა შენს ხალხთან იწვალო და სიყვარული სამშობლოს შენი ხალხისგან ისწავლო. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |