მთა - თოვლიანი, მაღალი, ყვავილიანი ველი, მზის ოქროგადანაყარი წალკოტი სანატრელი.
ტურფა და მოელვარე? - ეს შენი საქართველოა, შენი სამშობლო მხარე.
ხან ბულბულების სტვენა, წამალი ყველა ტკივილის, სიტკბო და აღმაფრენა.
ძვირფასი, მშვენიერი? - ეს შენი დედა ენაა, ენა ქართველი ერის.
იმედი გმირი ხალხის, ფიქრი ყოველი ქართველის, სინათლე ყველა სახლის.
სიცოცხლესაც რომ გვიჯობს? - შენ ხარ, პატარა ქართველო, კოხტა გოგოვ და ბიჭო!
მამული შენით ხარობს, ლამაზ მიწას და ტკბილ ენას შენ უნდა მოუარო! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |