დამეხსენი, ჩრდილოელო! რა მაქვს შენთან საზიარო? თვით ოხერო, მოუვლელო, როგორ გინდა მომიარო?
განა შესძლებ მეგობრობას? მოშხამული, ცივი გული სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას.
გეყინება ტვინი თავში! უნდა ძალაუნებურად ეხვეოდე დათვის ტყავში!
რა მაქვს შენთან საზიარო? ნუ, ნუ ჰფიქრობ, ჩემო მწველო, რომ მფლობელად აღგიარო. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |