ჩემს სამშობლოს კარგად ვიცნობ, მომივლია კიდით-კიდე; მართლის თქმით და გულწრფელობით ჭირი ჭირზე გადვიკიდე!
ორპირობა - სიბრძნე დიდი, და მას რჩება მოედანი, ვინც კი არის მეტად ფლიდი!
ძმა ძმას იხდის კიბე ხიდად; მშობელს შვილი, შვილს მშობელი, ქმარს ცოლი ჰსურს გასაყიდად.
ხელთ უპყრიათ ბადე-ქსელად, ძლიერების საპირფეროდ, უძლურების მოსაწველად! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |