- ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! - ტირის წითელი ყაყაჩო. - ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! ტირის კრწანისის ველი. და ბრძოლის ველზე სისხლსა ღვრის სამასი საკვირველი. - შემიშვით! - ტირის ბებერი, ქართლის ბებერი მგელი. - ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! - ჭიხვინებს თათრის ცხენი... და ბრძოლის ველზე აგდია სამასი საკვირველი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |