კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

სიცოცხლეს ვაშა, მაგრამ სიკვდილიც

ქართლისთვის მე არ გამიჭირდება,

ვინც მისთვის წვანან მარადის ძილით,

საქართველოა მათი დიდება.


მისთვის რქმევია ქართველს ქართველი,

რომ მისი ხვედრი ბრძოლა ყოფილა,

არვინ ჰყოლია ხელგამმართველი,

მაგრამ მტრის მონად არ დამხობილა.


მისი ყოფილა ცრემლი ყოველი, 

რაც ქვეყნად ვისმე უნდა სდენოდა.

მისთვის გათლილა ხმალი ყოველი,

რომ ქართველს მკერდზე არ დასცდენოდა.


მაგრამ ვინ მოჰკლა ჩვენი „ვარადა“,

ვინ ამოშანთა ქართლში ვარძია.

გმირი კვდებოდა, მაგრამ მარადი

დედამ აკვანი დღემდე არწია.


არ გაცვეთილა იმ აკვნის ძირი,

ჩუქურთმა, ხანჯლით ამოქარგული,

და დღესაც ჰყივის ქართველი გმირი,

ფრონტზე ტრიალებს მკლავი ქართული.


სიცოცხლეს ვაშა, მაგრამ სიკვდილიც

ქართლისთვის როგორ გამიჭირდება...

ვინც დღეს დავეცეთ მარადი ძილით,

სამშობლო იყოს ჩვენი დიდება.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ირაკლი აბაშიძე  • • •   ირაკლი აბაშიძის პოეზია

მსგავსი თემები