- თუ კაცი ხარ და ვაჟკაცი, და თუ გინდა იქართველო, ქართლი გიყვარს? იმერეთი? კახეთი თუ სამეგრელო?
ვისთან მიხვალ სადღეგრძელოს? მესხეთს ეტყვი თუ გურიას, კახაბერის მიმბაძველო!
უდარაჯებ, საზღვრის მცველო, რაჭის, ხევის თუ აჭარის ტრფობა გულში დაიძველო?
ათჯერ, ასჯერ აკი გითხარ მიყვარს, მიყვარს, იცი, მიყვარს, შე უღმერთო, რაღათ მკითხავ?
ვიცი, არ გსურს დაიცილო; შეუმღერებ ფშავ-ხევსურეთს, თუშეთსა და საინგილოს!
ჩემი კოცნა, ყველას, ყველას! ერთგულს, ერთად მობრიალე საქართველოს ცისარტყელას!
შეჩერდეს და შეწყდეს სუნთქვაც, ყველას, ყველას, - ერთ დიდ კერას მე სიყვარულს გამოვუთქვამ!
გადამისხა ცეცხლი გულში; ერთად, ერთხმად დავიძახოთ: გამარჯვება ჩვენს მამულში!
რომ ვერავინ გადათელოს, აღმდგარი და მხარგაშლილი, მზისთანდარი საქართველო! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |