მესიზმრა საზღაპრო რთველი დიდებული: მთელი საქართველო ვაზს გადაებურა. ლიცლიცა ყურძენი სკასავით ეხვია. ფოთლზე ფოთოლი, კურდღლის ყურებივით გრძელ-გრძელი, ტოლ-ტოლი. ვით შოთის პურები, თონეში ჩაკრული. ყურძენი - თაფლი და სარაჭი - პირდაპირ სარაჭე. საცქერად რად ღირდა მარტო თხა. და ყელზეც ყურძნის კრიალოსანი. ვენახის სული! ვაზის ემბლება! პირჯვარს იწერდა მწყემსი ეფრემა... მესერმაც და შეშამაც, ვეღარავინ იტყოდა: "თხამ ვენახი შეჭამა". აყვირა გაზეთი, დეპეშა, რადიო... - ნავები, - ნავები, - ნავები, მოვზიდოთ, იქნება გვეშველოს: ზღვა დაშრა კოვზითო. მაშინვე "ხომალდთა კატალოგს" მივმართე. ნუ იტყვით, ნავების რა წარღვნა მოვიდა. ღვინო ჩქეფს, ღვინო დუღს, რა გინდა რა გვარი! უნდა დავპატიჟეთ მკვდრებიც, ცოცხლებიც. გვავსვით ნებივრად, მტრისა და მოყვარის მასპინძლები ვართ. სხვანი რომ ტირიან, არა ვართ ისინი. სტუმრებო, გაფრთხილებთ, ნუ ხუმრობთ კახურთან. ლხინს რაღა გემო აქვს, ჭინჭყლობას თუ ელი. სალამი, ჰექტორ! ქიშპობას კარები გადაურაზეთ! ახლა იმეგობრეთ ქართულ სუფრაზე. მაგრამ ზრდილობა როდი შეგვშლია, თვითონ ბახუსი დაჯდა თამადად და მერიქიფედ ოდისევსია. აქეთ - აფშინა, იქით - მინდია, გულუხვად ისმის ქება-დიდება - ქართულ სუფრაზე ყველა დიდია! ტირადებს ვამბობთ ლამის ზეპირად. ქართულ სუფრაზე სულ ტალანტები, სულ ერთმანეთზე ლამაზები ვართ. ბევრი კინწისკვრით გასარეკია. მეორე ყანწზე დევს აუხირდა, ისე დაგვითვრა ნაცარქექია. ჭინკა ცუღლუტი და აბეზარა, აგერ კიკლოპიც შემოეყუდა და მერიქიფეს ფერი ეცვალა. ე მანდ ჭინჭილა ეგდო თაროზე. შენ შეგვეწიე, ღმერთო ბახუსო, ეგებ დაგვითრო ეგ ტარტაროზი. ქვევრი მოხადონ, თუნდ სახაზინო, ძალმომრეობის ავი ტიტანი, ოღონდ დაათრონ და მიაძინონ. ასვით გულუხვად, პოლიფემის ძევს, შეხეთ, ძუნძლებს, მღვრიე ბურუსში მიდის ბუყბუყით, როგორც დანთქმული ზღვაში კუნძული. კიკლოპის დათრობას რა ამაოდ ცდილობ! აიღე ჭინჭილა - ბახუსის მეტაფორა, მეტი სიცბიერე, მეტი აფიორა! ქუსლი მოეფხანა აქილევსს, შუბლი შეჭმუხნა და წარბი ახია, მაშინვე გაიყურსა სუყველა ავყია. ბუხართან მჯდომარეს კენტად, ამ სოდომ-გომორში ამდენი ხალხის წინ ეშმაკი ანგელოსს თუ როგორ ბწკენდა. არავის უშვებდნენ კილავს, უქირდავს, მარტოდენ ბახუსი კვდებოდა სიცილით - ის ღმერთი იყო და არარა უკვირდა. ადგა ბახუსი, წარმართს ყოვლადწმინდა დავუსხით. მთლად საქართველოს - იმიერს, ამიერს. ისევ მღერიან მრავალჟამიერს. მე და ოდისევსმა მერე ვიქეიფეთ... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |