ჯვარი სწერია ჩემს ძველ ტკივილებს, გრიგალგადავლილ ღველფს და კერიას ბებერო მცხეთავ, შენ რომ იხილე, სწორედ იმ ხილვას ჯვარი სწერია!
სევდა სევდაა, მტერი მტერია, - ცვარმოკიაფე და მოლივლივე იმედის ვარსკვლავს ჯვარის სწერია!
მზემონატრებულ ნერგს, ვით ფერიას, მოკრიალებულ და მობიბინე ჩვენს ლიპლიპა ტბებს ჯვარი სწერია!
ო, მაგრამ ყველას ერთი ჭერი აქვს - სწორედ იმ ერთ ჭერს, ეკლებს და ეჭვებს, ვით ფერად კენჭებს ჯვარი სწერია!
დროს, შემდგომ სულ რომ მშვენიერია, ქვაში ჩუქურთმად ჩაწურულ ყვავილს, ვით ხსოვნის ყვავილს ჯვარი სწერია!
დარდის გენსა და აზრის გენიას, გზაგაბრწყინებულყრმებს და ასულებს, ვით ჩვენს ლაჟვარდებს ჯვარი სწერია!
სიჭაბუკეა თუ სიბერეა, სისხლში სისხლის წილ სინათლის დუღილს, სინათლის დუღილს ჯვარი სწერია!
ეს გულია თუ ობლის კვერია, - დღემდე უთქმელო ჩემო ლექსებო, თქვენს უთქმელობას ჯვარი სწერია! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |