ეს დღე ჩემია, ეს დღე ჩემია, არცა ბესიკის, არცა ვაჟასი! გული მათ გულზე მიმიბჯენია, გავრთულვარ ლექსის გამოჩარხვაში.
ეს დღე, ეს წამი და ეს საათი! შიგ ჩემი სუნთქვა არის დაცული, ვმღერი ვარდებში, როგორც საადი.
სამშობლოსათვის მეც იქ ვილოცავ, მეც იქა ვღელავ, სადაც ის შფოთავს, - გინდაც ჩამთვალეთ სასაცილოდაც...
მიმღერია და ვიმღერებ კიდევ! მე - ხალხის გულთან გულის შეხებით კვლავ ახალ-ახალ ცეცხლს წავიკიდებ!
სამშობლოვ, შენთვის რაღა ვინატრო? მინდა, რომ სიმი გადმექცეს სხივად, სადღაც ორწოხი ამოგინათო!
რათა შევესწრო იმ დღის დანახვას, რომ მომძახოდნენ შთამომავლები: - იცოცხლე, გოგლა, შენ ჩვენთანა ხარ! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |