დავკარგეთ გრძნობა, აღარ გვაქვს გონი, გაგვიქრა სული მამაპაპური, ჯილდო შეგვექნა ჭკუის საზომი, და ძმობის ნაცვლად შური და შური.
ფარისეველო, გაუტანელო, სხვასთან თავმხრელო, შინ ორმოს მთხრელო, ნაგავის მყრელო, შენ ჭრელო გველო, რამ შეგაძულა, სთქვი, საქართველო.
ჰე, ქართველო, კაცის ჩერო, ქართლი შენგან არას ელის. და, მაშ, როგორ დავიჯერო, რომ შვილი ხარ შენ ქართველის?
ქალი იყოს, გინდა კაცი ჩვენში ყველა არის გლახა და სად ვძებნოთ იდეალი, სჯობს ვიცინოთ, ხა, ხა, ხა, ხა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |