ბღავილი ამყვა ამ დილით გამოღადრული ყელის, ქართველობაა ადვილი არაგველობა ძნელი.
როგორც ნარწყევი გველის, წიწამურია ადვილი ილიაობა ძნელი.
ამას დუშმანიც გვამჩნევს, სხვის ომში გამარჯვებულებს საკუთარ ომში ლაჩრებს.
დადედლებულო გულო, სხვათა ომებში ბელადო შენი მამულის წყლულო.
ცავ, დაბზარულო ცრემლით, ბაზალეთია ადვილი დიდგორი არის ძნელი.
ოდნავ ამართა წელი, ტახტზე ფიქრია იოლი დავითობაა ძნელი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |