მჯერა მამულის მზე არ გამრიყავს, გულში სათუთად რომ ვინახავდი. დედის ჭაღარავ, ჩემო მარიკა, ნახვამდის!..
და ყუმბარებით მთები იძვრიან. არა, კალმის და წიგნების კაცად მე დღეს დარჩენა არ შემიძლია.
მუხების ჩრდილში სტრიქონს ვჩარხავდი. ჩემი თამაზის საფლავის მიწავ, ნახვამდის!..
საზიზღარ მტერზე ხიშტშემართული, მე ასე მზრდიდა სამშობლო-დედა, მე ასე მზრდიდა მიწა ქართული.
შემეძლოს, - მკერდში დავიმარხავდი, ჩემო ჭაღარა გოლიათებო, ნახვამდის!
დარდს ნუ მოიხვევთ ღრუბლის გუნდებად. რა ვუყოთ, ომში ბევრი წასულა, მაგრამ ყველა ხომ ვერ დაბრუნდება...
გულში სათუთად რომ ვინახავდი. დედის ჭაღარავ, ჩემო მარიკა, ნახვამდის!.. |