კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ვეღარ ვიგებ, ვინ რას ყბედობს...

ყველგან ჭკუის სიმწირეა,

ვის ხელში ხარ ქვეყნის ბედო -

რა მზაკვრულად გვიცინიან,

სირცხვილია საქართველოვ,

საქართველოვ ! - სირცხვილია...


რა ვქნა, როგორ დავემალო

მუხლის მოხრას, ზიზღს და ლაქუცს,

შიშსა ვმალავ, რწმენას ვმალავ,

ვმალავ - რადგან მავანსა სურს,

რა პასუხს სცემ საქართველოვ

სისხლით ნაწერ წმინდა წარსულს.


არავისი აღარ მჯერა,

აღარც სიკვდილს არ მაცლიან,

ვერაფერი მიყო მტერმა -

ჩემმა სისხლმა დამაქცია,

არ გაცლიან საქართველოვ, 

წამოდგომას არ გაცლიან...


მთებზე სქელი ჯანღი წვება,

ჯანღში ნათლის სიმცირეა,

შენი დროის დავიწყება,

სირცხვილია, სირცხვილია,

საქართველოვ სირცხვილია...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

მსგავსი თემები