გქონდა სამშობლო საყვარელი და - მიატოვე. რად გენანება დახლეჩილი შენი თვალები. გიყვარდა სატრფო და, უღირსმა, სხვას მიათხოვე, ბარემ დასთოვე ეგ ცრემლები, განაწვალები.
და რა გატირებს უცხო ზღვაში, უცხო აფრაზე. ეხლა რას უხმობ, ეძახი და ეალერსები, როცა იღბალი სამშობლოში შენ გააბრაზე.
და რაღას ნანობ გადაუხდელ პანაშვიდებზე. ნუთუ გგონია შენი გულით ზღვა დააგუბო, როცა ჰკიდიხარ დასახრჩობად ბედის თითებზე.
და, უმადურმა, დაილოცე შენ ძახთაპირზე. ეხლა კი ნანობ, რომ ჩაგიდგა თვალებში წყალი და შენი გული რომ ფართხალობს მღვრიე ნაპირზე. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |