კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ათასწლეულთ ბურანში,

ათასწლეულთ უღრანში,

ტევრში ჯერეთ უვალში -

ტყის ტყავით შემოსილი,

ჯოგითა და ნახირით,

ვაზით, ხორბლით, ანბანით,

ვეფხის ტყავით - უმტკიცეს

ფარითა და მახვილით

მოდიოდა იბერი,

მკერდზე სისხლი სდიოდა,

ურიცხვი მტრის - მომხვდურის

ნაისრალი სტკიოდა.

უკვდავების წყაროთა

პატრონს - წყალი სწყუროდა,

ხორბლის მთესველ მეომარს

უფრო ხშირად შიოდა.

ცეცხლი ერტყა ყოველმხრივ,

ცეცხლში მდგარსაც სციოდა,

მდუღარე კუპრს ასხამდნენ,

იმის ხორცი შხიოდა.

ათასი მტრის ისარი

ათასი ხმით წიოდა,

ათასწლოვან ღამეში

ბუ საზარლად ჰკიოდა.

მაინც იდგა ამაყად,

მაინც არას სჩიოდა,

ოცნებისას თვალთაგან

ლურჯი ცრემლი სცვიოდა.

გაზაფხულზე ყოველთვის

სიხარულით სტიროდა,

იმის გულში მოყვასის

ბედზე ზრუნვა ჰღვიოდა,

სახეს მარად ღვთიური

შუქი გადასდიოდა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ანზორ აბულაშვილი  • • •   ანზორ აბულაშვილის პოეზია

მსგავსი თემები