ისე უბრალოდ, როგორც მუხრანზე გაზაფხულისთვის მოდის ბალახი: ისე უბრალოდ, როგორც არაგვზე ალაპლაპდება მზეზე კალმახი;
დაუბრუნდება შარშანდელ ბუდეს: ისე უბრალოდ, როგორც ფშაველ ბიჭს დილის ცისკარი სასთუმლად უდევს.
სდარაჯობს ფარეხს და ცხვარის ფარას, როგორც დაწვება ნისლი მყინვარზე და ბრდღვიალა თერგს კალთით დაფარავს.
როგორც ურმული გუთნის დედისა, როგორც გადიას დაკრული ქადა ხმა მშობლიური მე დღეს მეღირსა.
ჩემ განახლებულ მშობლიურ მიწას: ლომისთვის იყო ის წილნაყარი, ეხლაც სამშობლოს მარჯვენას იცავს! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |