სხვისი ნაჭენები რად მინდა იაბო, როცა მარგალიტის პატრონი თავად ვარ და მაინც მჭირდება წარსულზე გიამბო, მოდი, მე ვიქნები სიტყვების თამადა.
ვხედავ არ გამომდის მალამოდ დაგედო, ვაითუ, ამ წელსაც ისეთი მეკვლე ვარ, გზაში დამეკარგოს ოცნების საბედო.
რად მინდა ამდენი უაზრო პირობა, ვიცით, რომ ავდარზე ლამაზი დარია, ვაი, რომ ჩაბარდა გარდასულს გმირობა.
თქვენ ნუღარ აკუწავთ, ეყოფა ტკივილი. საბრალო, ხომ ხედავთ, ბედის ამარაა, გაუსკდა გული და არ ისმის ჩივილი.
მარჯვენა მოკვეთეს მცხეთას არსაკიძეს. პირმშოს ნათლავენ და სულ სხვა მირონია, ,,ვეფხისტყაოსანი“ ისევ არ აკინძეს.
ქალები თავისით გარბიან თათართან. კაცი გამოუტყდა სხვა კაცს სიყვარულში, ქართვლის ისტორია ამგვარად დამთავრდა.
ისევ გააჩინე ლეკვები ალგეთის. ბავშვის და მოხუცის მოუნდათ მოსპობა, ნუთუ დაყრუვდი და გოდება არ გესმის.
თუკი შადიმანი კვლავ ტახტზე ავიდა... მე ქართვლის დედა ვარ, ვიცი რა მატირებს და მაინც შენს იქით სიცოცხლე არ მინდა.
როცა საკუთარი მიკვდება შიმშილით. უტვინო გვმართავს და გენიას შებმიან, მკვდარი შაჰ-აბასი ხარხარებს გიჟივით.
ადე, შეიხვიე ძვირფასო იარა. მთებზე გაზაფხულის ჭრელი ფერებია, ხვალის დღეს დავლოცავ, დღევანდელს კი არა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |