კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დაბადების დღეს გილოცავს თავისი ჯადო თილისმით

დედაქალაქად ნაკურთხი უბერებელი თბილისი!

გილოცავს ქართლი ნაქები, თავისი ნაღდი ქართლობით,

იმ ერთი მზეჭაბუკობით, იმ ერთადერთი მნათობით!

გილოცავს ვაზის ნაჟურით ჯიქანდამსკდარი კახეთი,

რომ გაგვიზღაპრა მამული ჩრდილოეთით და სამხრეთით!

სხვა ვინ დაასწრებს მოლოცვას დიდი აკაკის იმერეთს,

ვინც „ცა-ფირუზი“ გიწოდა და დაგიშაქრა სიბერე!

სხვამ ვინ გაგიბა სიმები იმ დიდებული „ურმულის“,

რომ გაგიგრძელდეს სიცოცხლე, ვით „კრიმანჭული“ გურული!

მომლოცველებს და ერთგულებს გამჩენი როგორ მოგიშლის,

და ოჯალეშით გადიდებს უუძველესი ოდიში!

სვანეთის ლოცვა შეგერგოს - მთებზე დადგმული სპექტაკლის,

„ლილეოსავით“ მაღალის და უშბასავით სპეტაკის!

სულ იავნანა გეფინოს რიონის ტალღის რონინი,

ხან ლეჩხუმივით გულუხვი, ხან მსუყე რაჭულ ლორივით!

გლოცავენ თუშ-ფშავ-ხევსურნი, - მუხლჩაუხრელი დარაჯნი,

რომ დაუცვიხარ მრავალჯერ ცხენ-აბჯრით, ფარით, ფარაჯით!

მოლოცვას მოსდევს მოლოცვა - აღმოსავლით და დასავლით,

აფხაზეთის და აჭარის - ორი კაშკაშა ვარსკვლავის!

შენს იუბილე-ზეიმზე დასალოცავად მოსული,

ცერზე შემდგარა ოსეთი, ვით ცეკვა „სიმდი“ ოსური!

იცოცხლებ, - ჩვენით იცოცხლებ, მოკვდები, - ჩვენით მოკვდები,

მაგრამ არასდროს გაგწირავს შენი საუფლოს ბოკვრები!

ხმლით და ფიალით დაჰყურებ შენს სამზეოს და სადროშეს,

რომ ბატონობდეს მშვიდობა, თვალში ცრემლები ამოშრეს!

არ გაგვითაოს განგებამ ვაზი, თავთუხის მარცვალი,

ხვალაც და ზეგაც გვატკბობდეს ათჯერ იმდენი რაც არის!

მსგავსი თემები