სული ყელში ამოგგვარეს "ჩოლოქით" და "რჯულითა", შენ კი მუდამ ქართულ ზარებს რეკდი გულის გულითა. შენს დიდ სათქმელს სულ ამბობდი სისუფთავე-მირონულს. სულ აქებდი, სულ ამკობდი ქართულს, არა პიროვნულს. საზოგადოს, ლამაზ ქართულს, წინაპართა სულისას. ანთებდი და რეკდი სანთურს, რომ გჩვეოდა - სულ ისე! მაინც, მაინც გულში ისარს დამცინავად გარჭობდნენ. იცოდი, რომ შენი ხვედრით ქილიკობდნენ, ვაჭრობდნენ. სული ყელში ამოგგვარეს წარსულით და "რჯულითა", შენ კი მუდამ ქართულ ზარებს რეკდი გულის გულითა. |