მთარგმნელი: პაოლო იაშვილი
საქართველოს მთებს ღამის ბინდი შემოჰფენია, ხმაურობს ხევი არაგვის ხმაზე. ჩემი მოწყენაც იოლია, ის ნათელია - შენის მშვენებით და შუქით სავსე. აღსავსე შენით, მხოლოდ შენით, სიჩუმე დადგა და აღარავინ მიღვიძებს დარდებს. და ისევ იწვის ჩემი გული და უყვარს, რადგან არ შეუძლია რომ არ უყვარდეს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |