პოემიდან: აჩრდილი
მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!.. მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული. შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა, ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული. შენისა ცრემლით თვალნი ჩემნი მიტირებია, მეც წარტყვევნილვარ წარსულთ დღეთა შენთა ნატვრითა, შენის აწმყოთი სული, გული დამწყლულებია. ვიცი, რომ იყავ ერთხელ შენცა მორჭმულ-ძლიერი, შენცა გფენია ქვეყნის მადლი დთავისუფლება, ეხლა აღგვილა ყველა ესე, ვიათარცა მტვერი... განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული, მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული. და მცნების ნათლით ზე- აღზიდულ, ამაღლებული ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას, იმ დრომდე იგი უიმედო, შეწუხებული, მაგრამ არ ირწმენს, წამებულო, შენს აღდგენასა, და იგი ცრემლი ურწმუნობის, ეჭვის და ტანჯვის, ჰღაღადებს მხოლოდ ძისა შენის უძლურებასა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |