კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დაგინახე ტბა-ჭაობში ეული,

სულ მარხავდი... ტანს გემოსა შავები

თავს დაგფრენდნენ დამშეული სვავები...

ცახცახებდა პაწაწინა სხეული!

და დავიწვი შენის ტანჯვით ძლეული:

მოგაშველე ჩემი გულის ნავები,

გაგიმშრალე, დაგივარცხნე კავები,

დაგაძინე ჩემს მკლავებზედ რწეული...

მხიარულობს ბრბო ნადიმად წვეული,

ალმასფერობს შენი კოხტა დარბაზი

დამათრობელ ეშხის ალში ხვეული.

ფერხთ გიკოცნის თვით ძლიერი არმაზი!

განშორებით ვდგევარ გულით სნეული,

დათხოვნილი... მე, მასხარა, ჯამბაზი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე მაყაშვილი  • • •   კოტე მაყაშვილის პოეზია

მსგავსი თემები