ახლა რა ვუყო, როცა აღარ ხარ, ხარ ატანილი ვარსკვლავთა მიერ, ჩემთან მტვერია ისევ ამაღამ და წვიმა მოდის თბილი და მღვრიე. ატანილი და სადღაც მიმქრალი, შენი წვიმებით მინდა დათრობა და შენი მკერდისფერი ჭიქებით. სიმწვანით შეცვლი ჩემს მწუხარებას, ყველაზე ლამაზს ჩაიცვამ კაბას და გამიტაცებ თეთრი ქარებით... მაგრამ ამაღამ არის სიცივე, თბილი წვიმები ძვალში გამტეხენ, შენც მიმატოვე და მომიცილე. მე მინდა ახლა, როცა მარტო ვარ. ამქვეყნად ყველას საშველი მოდის - მე შენი წვიმით მინდა დათრობა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |