ვერ გამიგია, რა მემართება, რა მაკლდება და რა მემატება, ეს თებერვალი რას მემართლება, ანდა ეს მარტი რას მემარტება, რას ნიშნავს ჩემი გაბელატება, რას ნიშნავს შენი გაბელადება, - რა უცნაური ასაკებია, რომელი რომლის ასაკეპია, ტაძარი ვისი ასაგებია, ქალაქი ვისი ასაღებია? - ისე ვკითხულობ, თითქოს ამქვეყნად სხვა ყველაფერი გასაგებია. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |