კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

რად ეწაფება ბევრი კონიაკს, -

ალბათ, ფხიზელნი სულაც ვერ ძლებენ,

მე რასაც ვეძებ, ვერ მიპოვია,

ან რას იპოვი, თუ არ ეძებე.

ვაიმე, თურმე ვეძებ კონიაკს,

დიახ, ვიცოდი, პოვნას შევძლებდი,

თითქოს სურვილიც არა მქონია,

მაგრამ ვიპოვე, რასაც ვეძებდი.

ვიპოვე, ძველი - გადანახული, -

ჩამავალი მზის ფერი ერევა,

უცებ შევცვალე "კარდანახული"

და დავეწაფე მშვენიერებას.

დავლანდე ჩემი დროის თბილისი,

ძველი სურვილით ვუხმე კონიაკს

და კვლავ დავიწყე ძებნა იმისი,

რაიც ვერასდროს ვერ მიპოვია.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

მსგავსი თემები