წარსულში რაღაც ახალ ბაღებით დღითა და ღამით ბერავდა ქარი - ეხლა რად ვხედავ დაღალულ ხეებს... შემოდგომაა აქ თუ ზამთარი? ადრე არაა განა ავდარი? აფეთქებებით ანგრევს ხიდეებს გრიგალი ცივი და ნაზავთარი. და გაქანებულ დღეებს დავტირი. სად დამიბრუნებს ჩემს ორხიდეებს გზა, მარადისით განალანდარი? ათასში ერთხელ ელავს პარტერი... საუკუნეში ერთხელ იდეებს ისვრის გრძნობათა მილიარდერი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |