კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: თამაზ ბაძაღუა

 

ოდეს მნათობი, სიამის და შვების მსურველი

კუროს ვარსკვლავედს მიაშურებს, რათა იქიდან

ცეცხლით მცხუნვარით გაანათოს ჩვენი ფიქრი და

შემოსოს მიწა მოციმციმე სამკაულებით.

გადაიღვრება კიდეგანზე ფერი ულევი,

ნაპირი წყნარი ბრწყინავს, როგორც ოქროს ფირფიტა

და, თუმც ქვესკნელი წყვდიადისაგან გამოიფიტა,

იქაც ყვავილობს სიხარული დაუსრულებლივ

და მწიფს ნაყოფი, ხოლო თვალთა ნათელით მთუთქავს

მადონა, მდგარი მეგობართა თვისთა წინარე

და უსხეულო ცეცხლისადმი ვგმინავ და ვიწვი.

ჩემი ოცნება, ჩემი ლექსი თუკი ბრწყინვალებს,

მან გამოკვება, მან მომიგზნო სახმილი გულთან

და მომიკეტა გაზაფხულის კარები ცხვირწინ.

მსგავსი თემები