ჩვენ - ქარიშხლებით გულდასერილებს წაგვიღებს სადღაც დრო უნაპირო. და თვალდახუჭულ ბედის წერილებს გააფრენს რაში უუნაგირო. ოცნება, ტანჯვა და იმედები. და ჩვენი სულიც დათვრება მაშინ, როცა იმღერენ გლოვას გედები. მოგონებებით დავიტვირთებით, თუ საზღვარს როგორ გადავაცილეთ და ვზიდეთ ჯვარი დაჭრილ თითებით, ჩვენს ქედზე უღვთოდ გადაიარა. და გულგაჩეხილ ერის გოდება სულმა წამებით გაიზიარა. ადრე დაგვჩხავლა ყვავმა ბედითმა. ჩვენის სიცოდვით აივსებიან, თუ ვეღარ შესძლეს წლებმა მეტი თქმა. როგორც ოცნების ნაზი ღიმილი. და დაგვრჩა მხოლოდ ღამე წყეული, გედების გლოვა და სამძიმილი. უკანასკნელად სული ენთება. და ვიტანჯებით ციურ ხმებისთვის: ოდესმე სადმე გაგვითენდება. გვაფარებს რიდეს დრო უნაპირო.. და მოგონებით თეთრად მოსილებს მიგვაფრენს რაში უუნაგირო. |