მარტო არ ხარ, მარტოდმარტო არც ყოფილხარ არასდროს, არ იქნება, მარტოობამ თავი არ მოგანატროს. მარტო არ ხარ, მარტოდმარტო არ მიჰყვები აღმართებს, მარტო არ ხარ, - ვიღაც გელის, ვიღაც კიდეც გაღმერთებს. მარტო არ ხარ, ნუ დაკარგავ რწმენას სათადარიგოს, ყოველ წუთში შეიძლება ტელეფონმა დარეკოს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |