კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

რაც არ უნდა ბრმა ვნებების ნათელ ალზე იწვოდე,

ვნებებს ნუ დაედევნები, ქალი უნდა იცოდე!

თუ უნაზეს ცბიერებით გულის სწორი გიწოდეს,

გქონდეს მამრის ძლიერება, ქალი უნდა იცოდე!

ბზინავს, მაგრამ ნება-ნება, მზეზე სკდება ყავარი,

ქალის განა მოტყუება? - მოგებაა მთავარი.

ასავსავებს ბრბო შავ ხელებს, მიეთით და მოეთით,

ქალი რჩეულ სისულელეს უჩუმდება ყოველთვის.

დაივიწყე თუ ოდესმე მისგან რამე გტკენია,

ქალმა უნდა გააჩაღოს კერიაც და გენიაც.

ქალმა უნდა შეაჩვენოს ვინც სიზმარში ბოროტობს,

ქალმა უნდა დაგვცინოს და დაგვიტიროს ბოლო დროს.

თუ უნაზეს ცბიერებით გულის სწორი გიწოდეს,

გქონდეს მამრის ძლიერება, ქალი უნდა იცოდე!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ზურაბ გორგილაძე  • • •   ზურაბ გორგილაძის პოეზია

მსგავსი თემები