მე მიყვარს, როცა ყანაში გახვალ და მოგაგებებს სიმინდი ლახვარს.
და დილის ნამით გაილუმპები … თუ ეს ერთხელაც არ განგიცდია, სიტყვის უთქმელად დაიღუპები.
და ფეხზე სველი მიწა გეყრება… თუ ეს იგრძენი, ცხოვრების ბოლოს ცვრიანი სიტყვა არ გაგეყრება.
ვეტრფი მოხნული მიწის ოხშივარს, ამიჩქამდება სისხლი ველური და ვაჟკაცური ლექსი მომშივა.
მათრობს სიმინდის ულვაშის სუნი… ლექსის სათქმელად რომ ვემზადები, ვარ ოჯალეშით გულდასისხლული.
ვისაც სიცოცხლე ამგვარად მიჰყავს, და მხოლოდ მისი ცეცხლი მედება, ვისაც ასე სწამს შემოქმედება. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |