განახლდა გული… დღეს ის აღარ ვარ, რაც უწინ ვიყავ… ფერი ვიცვალე… გზა დამიცალე, შავო ბურუსო, წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!
ბედს კი მაინც არ შევურიგდები! წინ ნუ მიხვდები, შავო ბურუსო, წყეულო ღამევ, წინ ნუ მიხვდები!
გაუნელებელ ცეცხლში ვეწვალე? ჩამომეცალე, შავო ბურუსო, წყეულო ღამევ, ჩამომეცალე!
გამოთხოვების ცრემლებს ვაპკურებ. გავანადგურებ ხელისშემშლელ ნისლს, წყეულ ღამესაც გავანადგურებ…
ფერი ვიცვალე, ფერი ვიცვალე, გზა დამიცალე, შავო ბურუსო. წყეულო ღამევ, გზა დამიცალე! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |