ცა - ლაჟვარდი, დედამიწა - კუბო, ცხოვრებისთვის ძალა აღარ შემწევს. ახლა სადღაც დუმილია უფრო, ახლა სადღაც საუბრობენ ჩემზე.
სიკვდილია ხომ სიცოცხლის ბოლო. პოეზია უსაზღვროა ისევ და გულია პოეზია მხოლოდ.
ეს ოცნება ასეთია დღემდე. და მოვიდა სიხარულის წამი დიდი ტანჯვის და წვალების შემდეგ.
და რაც იყო, ყველაფერი გაქრა. ახლა მინდა, რომ მოვშორდე თბილისს, სად წავიდე და, ძვირფასო, რა ვქნა?
ცხოვრებისთვის ძალა აღარ შემწევს. ახლა სადღაც დუმილია უფრო, ახლა სადღაც საუბრობენ ჩემზე. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |