კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ოთხივე კუთხით

სიყვარული ჩამოვარიგე

და, ვისაც შეხვდა,

მანაც ფანტა ოთხივე მხარეს,

სანამ ჯაჭვური რეაქცია

არ მისწვდა მზეს და

ყველანი ერთად სიცხისაგან

არ დავიბუგეთ.


ოთხივე კუთხით

სინანულის ცრემლი ვაფრქვიე,

ვინც გადააწყდა,

მანაც ღვარა ოთხივე მხარეს,

სანამ ჯაჭვური რეაქცია

არ მისწვდა ზღვას და

ყველანი ერთად მლაშე წყალში

არ ჩავიძირეთ.


ოთხივე კუთხით

ურწმუნობის ტევრები ვკაფე,

ვინც წინ შემომხვდა,

მანაც კაფა ოთხივე მხარეს,

სანამ ჯაჭვური რეაქცია

არ მისწვდა გზას და

ყველანი ერთად არ ავფეთქდით

უცხო ნაღმებზე.


რა იქნებოდა,

ერთ კუთხეში მივყუჟულიყავ... 

მსგავსი თემები