კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

"სადაც ვშობილვარ",

მერცხლის ფრთები მიმაფრენს იქით,

იქით მეძახის წალიკონიც, სადაც დავობლდი,

სადაც ვგალობდი სიყვარულზე

პირველი ფიქრით,

სადაც ტეხურის ჩქერალებში

ქართან ვდაობდი.

პირველი კოცნის მოგონებას

ჩავაქსოვ ფიქრებს...

თრთოლვით და ეჭვით ქანაობენ

მაყვლის ფარდები.

გულო, გამაგრდი,

ბრძოლის ჟინი ტალღებმა მიქეს, -

ნეპტუნის ბადეს

ლაჩარივით არ ჩავბარდები.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ომარ შამათავა  • • •   ომარ შამათავას პოეზია

მსგავსი თემები