კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მზე მეტ სითბოს და სინათლეს ბარდნის,

ფერადოვნებას აჩენს მაისი...

და მეჩვენება აღარ მაქვს დარდი, -

არავისი და არარაისი.

გადავიზამთრე... არე-მიდამომ

გამიბატონა ხასხასა მწვანე;

და სარდიონის ფერით მდიდარმა

ყვავილმა ცეცხლი წაჰკიდა ყანებს.

ამ სიმწვანით და გულში უშქარი

ჩიტბატონებით აღფრთოვანება

ახლა ვიღაცას თუ არ ვუთხარი,

მერე ძალიან დამენანება.

დამენანება, ამოხმიანი,

გულში ნამღერი ოდა მაისის,

თუ არ გავხადე თანაზიარი, -

არავისი და არარაისი!

მსგავსი თემები