კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ჩვენ განა მარტო სარკე გვაორებს

და განა მარტო გვატყუებს თვალი,

წიგნსაცავებს და სამკითხაოებს

არანაკლები ედებათ ბრალი.


ხშირად ცხვარივით მიგვყავს კოცონთან

რწმენა ისედაც უსუფთავესი,

ვინაც იხილა არვის მოსწონს და

ეჭაშნიკება თავი თავისი.


მაგრამ არ გვაძლევს ნებას სინდისი,

უკრავს სხვანაირ საცეკვაოებს,

კიდეც კვნესის და კიდეც კისკისებს

და კიდევ უფრო მეტად გვაორებს.


სხვები ყველაფერს მიიოლებენ,

მე კი ვერასგზით ვერ შევარიგე,

ერთი პატარა მილიონერი

კაცთან, რომელიც ითვლის კაპიკებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

მსგავსი თემები