აცვივა წიწვი გადაშლილ წიგნებს, ჭადრაკის დაფებს, ზურგებს და მუცლებს... რაღაც გაკლია და ფიქრებს იკრებ, რაღაცა მოგწონს, რაღაცას უძლებ.
კვლავ ყალბი ვნების ბურანში ახვევ და სადღაც, სულის სიღრმეში მალავ ქალაქის მტვერში გაცნობილ სახეს.
იმ ქალაქივით მტანჯველს და კეთილს, დღემდე სათუთად ინახავ სულში, თუმცა არ იცი რას ნიშნავს შენთვის
რომლებსაც ალბათ ფურცლავენ მხოლოდ ან არც ფურცლავენ... ასე სჯობს იქნებ, ვინც ცოტა იცის, უფრო ბევრს ცხოვრობს.
ჩნდება ქალაქი მძიმე ხიდებით და როგორც მალე განსაცდელ ტკივილს, გინდა გასცილდე და ვერ სცილდები.
სადგური კივის კივის და კივის ოფლგადამსკდარი ლითონი ბრწყინავს შენ კი იხსენებ უბრალო ღიმილს - გამქრალს, დაკარგულს დიდი ხნის წინათ. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |