კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დავდივარ,

ვეძებ,

ისევ დავდივარ

და ისევ ვეძებ გატეხილ ქნართა,

იმ ხეთა ფესვებს, ოდეს ნამდვილად

რომ შეედავენ ქარაშოტ ქართა,

რაღაც დაიცვეს, რაღაც დაჰკარგეს,

მაინც დაიცვეს სიცოცხლის ფასად.

და ეს არათუ ყალმით დაჰქარგეს -

ჟამთა აღმწერლებს არც უთქვამთ

არსად.

დავდივარ,

ვეძებ თვალებით მკაცრით,

თვალებით ბასრით, ღმერთის

თვალებით,

არაფერს დავთმობ, არაფერს

გავცვლი

და არც არასდროს შემებრალები,

თუკი იცი და არ მეუბნები,

თუკი გტკივა და ტკივილებს მალავ,

თუკი გიყვარს და, როგორც

ღრუბლები,

უსიყვარულოდ დადიხარ ცალად.

დავდივარ,

ვეძებ თვალებით მკაცრით,

თვალებით ბასრით, ღმერთის

თვალებით,

ხომ არსად ჩაქრა ღიმილი კაცის

და მისი სულის ნაღვერდალები.

ხომ არსად გასცრა სახურავს ნამი,

გოდებას კვნესა ხომ არსად ერთვის,

ხომ არ გამიტყდა ისეთი რამე.

რაიც მინდოდა შენთვის და

შენთვის.

და ასე ყოფა მოკლე და გრძელი

არის ძიება, კარგვა და პოვნა.

ბოლოს ყოველი რჩება სიძველეს,

როგორც უცრემლოდ წარსულთა

ხსოვნა.

მსგავსი თემები