გამიშვი, ქარო, იწამე ღმერთი! მე შუაღამის მძევალი მქვია, ხედავ, მკვდარ პოეტს რა დამემართა და შუაღამემ სად დამითრია? ძვლებზე ლექსების სარეცხი მოჩანს. თან აფრიალებს ჩემს ლექსებს ქარი. განთიადამდე, ნეტავ, ვინ მომკლავს? ანთებულ სანთლებს აქრობენ გზებზე. ბინაში კარებს აკაკუნებენ, ღმერთო, სიცოცხლე რად მომაბეზრე! წყეული იყავ, დედავ ცოდვილო, რად გამაჩინე ამ სამრევლოში, რა მქონდა ქვეყნად სამოციქულო. ანდა მეარღნედ ოჩას დუქანში. მე გრიგალების მძევლად ვიყავი და ლექსს მაჭრიდნენ ტანზე დუქარდით. გამიშვი გარეთ, ნუ დამატყვევებ! ქარიშხალია. გზებზე ტრიალებს და ღრიანცელი გაუდით ტყეებს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |