კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: შალვა კარმელი

 

როგორც არწივი - სერაბიმი მაღლიდან წყევით

დაეცა ცოდვილს და შეიპყრო წამს მატყუარა.

"- ო, უბედურო!" - ეუბნება მას თმების წევით, -

მე ვარ მფარველი ანგელოსი, ნანობ თუ არა?

უნდა გიყვარდეს შენ სუყველა აქ შებრალებით -

ბოროტი, კოჭლი, კუზიანი, ბრმა და სულელი,

რომ ამოქსოვო მაცხოვრისთვის ამ მოწყალებით

სასიარულო გზის ხალიჩა დაუსრულელი.

"ო, ასეთია სიყვარული! - გიყვარდეს თბილად

და ნეტარება მოგეცემა შენ საჩუქრად,

მოუწყინარი ნეტარება, მარადი, წმინდა!“

გულზვიადს, ცოდვილს ანგელოსი ამგვარ მუქარით

აწვალებს და თან იღიმება იმედით ტკბილად,

მაგრამ ბრმა ჟინით მეამბოხე ამბობს: „არ მინდა!“


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - შარლ ბოდლერი • • • შარლ ბოდლერის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები